| მთავარი
პროგრამები
დემოკრატია და მმართველობა
დემოკრატია და მმართველობა
მიზანი
არსებული მდგომარეობა
მიღწეული წარმატებები
პროგრამის მიმართულებები
მიზანი
უფრო ქმედითუნარიანი და ანგარიშვალდებული მმართველობა
USAID - ის დემოკრატიისა და მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს
მმართველობის რეფორმის გატარებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე , მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში , დამოუკიდებელი მედიის განვითარებას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას . განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას , ადამიანთა დაცვას ტრეფიკინგისგან და ახალგაზრდობის გააქტიურებას , მთავრობისთვის გაწეულ დახმარებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში . ვარდების რევოლუციისა და მთავრობაში მომხდარი შესაბამისი ცვლილებების გამო , USAID - იმ დაიწყო დამატებითი პროგრამების განხორციელება . ეს პროგრამები განკუთვნილია მთავრობაში მოსული ახალი გამოუცდელი კადრებისა და სუსტი სამთავრობო სტრუქტურების გასაძლიერებლად .
დასაწყისში
არსებული მდგომარეობა
მოსახლეობის მიერ გამოხატული მშვიდობიანი პროტესტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ვარდების რევოლუციაში გადაიზარდა , რასაც მოჰყვა შევარდნაძის მთავრობის შეცვლა მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული მთავრობით . USAID - ის მიერ საქართველოს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის გაწეული დახმარება , და აგრეთვე ხმების პარალელური დათვლა უმნიშვნელოვანესი იყო ამ ისტორიულ ჟამს . მიუხედავად ამისა , წარსულის დაბრკოლებები , მათ შორის ადგილობრივ დონეზე მუშაობა ოპოზიციის ხმების დასაცავად , შეიცვალა მეტად რთული ამოცანით , რაც დემოკრატიული ცვლილებების გრძელვადიან დაცვაში გამოიხატება , როგორც ეროვნულ , ასევე ადგილობრივ დონეზე . ამ მოვლენამ ისევ გააღვივა პოლიტიკური პლურალიზმის , ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების საკითხები .
დასაწყისში
პროგრამის მათავარი მიმართულებები
1. ეროვნული მთავრობის რეფორმირება ;
2. კანომდებლობისა და პოლიტიკური პარტიების გაძლიერება ;
3. მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ
T ითმმართველობაში ;
4. სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობა ;
5. კანონის უზენაესობის დამკვიდრება .
დასაწყისში
მიღწეული წარმატებები
• არასამთავრობო ორგანიზაციებმა , მედიამ და არჩევნებისთვის გაწეულმა დახმარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული მთავრობის ქვეყნის სათავეში მოსვლაში ;
• ამოქმედდა კანონი სასამართლოსა და ადვოკატურაზე , რომლის საფუძველზეც შეიქმნა ადვოკატთა ეროვნული ასოციაცია და რომლის მიხედვითაც ადვოკატობის მსურველებს ჩასაბარებელი ექნებათ ეროვნული გამოცდა ;
• “ ინფორმაციის თავისუფლების აქტის ” გავრცელების ხელშეწყობით გაიზარდა მოქალაქეთა ცოდნა და მონაწილეობა საჯარო მოსმენებში ;
• 20- ზე მეტ ქალაქის საბჭოში ქალაქის მმართველებმა შემოიღეს ქალაქის საბჭოს ღია შეხვედრები წინასწარ გამოქვეყნებული დღის წესრიგით , რის საფუძველზეც გაიზარდა მოქალაქეთა მონაწილეობა ;
• არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ამოქმედდა სამართლებრივი სისტემა და მეთვალყურეობის მექანიზმები სამთავრობო ქმედებებზე , რაც თავის მხრივ კორუფციასთან ბრძოლის საშუალებაა ;
• შეიქმენა პირველი დამოუკიდებელი სატელევიზიო რეიტინგის სისტემა და მედიის პირველი პროფესიული ჟურნალი “ მედიატორი ”, რაც ქართული მედიის შეფასების საშუალებას იძლევა ;
• შეიქმნა პირველი რეგიონული შოუ ბავშვებისათვის “ ბავშვების გზაჯვარედინი ”, რომლის შექმნაზეც თვით კავკასიელი მოზარდები მუშაობენ და პროგრამა მათ თანატოლებზეა ;
• გაიზარდა ახალგაზრდების მონაწილეობა პოლიტიკაში , სტუდენტები უფრო აქტიურად არიან ჩაბმულნი იმ პროექტებში , რომლებიც საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას ემსახურება .
პროგრამები :
ეროვნული მმართველობის რეფორმირება
არდების რევოლუციის შემდეგ USAID - იმ წამოიწყო 6- თვიანი პროექტი , რომელიც მიზნად ისახავდა დახმარებოდა საქართველოს ახალ მთავრობას აღმასრულებელი შტოს კოორდინაციის გაძლიერებში და პოლიტიკის უკეთ შემუშავებასა და გატარებში . Development Alternatives Incorporated- მა პოლიტიკური კურსისა და პრიოტიტეტების სწორად ჩამოსაყალიბებლად პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის კაბინეტებს გაუწია ტექნიკური დახმარება და უზრუნველყო ისინი საჭირო აღჭურვილობით . ექსპერტთა გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას და პარლამენტთან კონსულტაციებს , განისაზღვრება ამ
აპარატების თანამშრომელთათვის მინიჭებული ახალი ვალდებულებების სტანდარტები .
გაუმჯობესებული მართლმსაჯულების სისტემა
კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და დამკვიდრების მიზნით USAID ცდილობს აამაღლოს მოსახლების სამართლებრივი უფლებების ცოდნა , ხელი შეუწყოს მოქალაქეთა უფლებების პოპულარიზაციას , უკეთესი პირობები შექმნას იურიდიული პროფესიის განვითარებისთვის და გააძლიეროს დამოუკიდებელი მოსამართლეები . ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები Institutional Reform and the Informal Sector (IRIS) და American Bar Association’s Central European and Eurasia Law Initiative (ABA/CEELI) ახორციელებენ პროგრამებს , რომლებიც ეხმარება მოსამართლეებს სტრუქტურული რეფორმების გატარებასა და საკუთარი თავის , როგორც პროფესიონალის დაცვაში . ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ” აქტიურ საქმიანობას ეწევა ადმინისტრაციული კოდექსისა და ინფორმაციის თვისუფლების აქტის წარმატებით დანერგვისათვის , გასცემს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს მოსახლეობისათვის და ეწევა წარმატებულ საზოგადოებრივ საგანმანათლებლო კამპანიას , რითიც აცნობს მოსახლეობას მათ კონსტიტუციურ უფლებებს . 2004 წელს ორგანიზაციამ 27000- ზე მეტი უფასო იურიდიული კონსულტაცია გასცა .
აქტიური მოქალაქეები და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მთავრობა
USAID - ის პარტნიორი ორგანიზაცია Urban Institute ახორციელებს პროექტს სათაურით “ საზოგადოებრივი ჯგუფების გაძლიერება გადაწყვეტილებების მისაღებად ადგილობრივ დონეზე ”, რომელიც მუშაობს ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან , რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივი მმართველობა საქართველოს 30 ქალაქში . პროექტის ფარგლებში ტარდება სწავლება ქალაქის ბიუჯეტის შედგენის უნარის გაუმჯობესების მიზნით , რათა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული რეალურად არსებული მწირი რესურსები . სწავლების შემდეგ მოქალაქეები უკეთ ერკვევიან ფინანსურ საკითხებში და უნარი შესწევთ უკეთ მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეულ ოფიციალურ პირს სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემურ საკითხებზე .
პოლიტიკური პარტიების გაძლიერება
USAID ეხმარება პოლიტიკურ პარტიებსა და საპარლამენტო ფრაქციებს იმ პროგრამების მეშვეობით , რომლებსაც ახორციელებენ მისი პარტნიორი ორგანიზაციები National Democratic Institute და International Republican Institute . ამ ორგანიზაციების ძალისხმევით იქმნება კოალიციები და პოლიტიკურ პროცესებში უფრო მეტი ახალგაზრდა და ქალი ერთვება . გამოკითხვის მეთოდი , რომელიც სულ
უფრო მეტად იკიდებს ფეხს , ხელს უწყობს ახალი პროგრამების შემუშავებას ამომრჩეველთათვის და სულ უფრო მეტ მომხრეს იზიდავს . მნიშვნელოვნად იზრდება ახალგაზრდების მონაწილეობა პოლიტიკურ პორცესებში . მრავალმა მოსწავლემ პირველად მიიღო მონაწილეობა სკოლებში გათამაშებულ არჩევნებში . მიზნად დასახული დემოკრატიის მისაღწევად სკოლებში დაიწყო მოსწავლეთა საბჭოების შექმნა .
მედიის თავისუფლების დამკვიდრება და შენარჩუნება
USAID -i ს მედიის ინოვაციის პროექტი , რომელსაც International Research and Exchange Board ახორციელებს მიზნად ისახავს დაიცვას სიტყვის თავისუფლება , ხელმისაწვდომი გახადოს საჯარო ინფორმაცია და დაეხმაროს მედიას მომგებიან ბიზნესად გადაიქცევაში . ბეჭდვითი და სამაუწყებლო მედიის ჟურნალისტები სწავლობენ თავიანთი პროფესიული სფეროს სამართლებრივ და მარეგულირებელ საფუძვლებს , რითიც გაიუმჯობესებენ პროფესიულ უნარ - ჩვევებს და დაეუფლებიან მენეჯმენტს . 2004 წელს პირველად იქნა შემოღებული სატელევიზიო რეიტინგული სისტემა და გამოიცა კვარტალური პროფესიული ჟურნალი “ მედიატორი ”, რომელიც ქართული მედიის აწმყოს ამსახველი იქნება .
სამოქალაქო საზოგადოების გაძლეირება
ვარდების რევოლუციის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს სჭირდებოდათ დახმარება ორგანიზაციულ განვითარებასა და იურიდიულ საკითხებში . ორგანიზაცია Save the Children ახორციელებს პროექტს Citizens Advocate ! რომელიც ეხმარება წამყვან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მაქსიმალურად დააკმაყოფილონ საზოგადოებისა და მოქალაქეთა ინტერესები , მიაღწიონ ფინანსურ მდგრადობას , შეიმუშაონ ლობირების ეფეტური სისტემა მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და იმ სამართლებივი საკითხების გასარკვევად , რაც ზეგავლენას ახდენს არასამთავრობო სექტორზე . არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლო გაერთიანებულ შეხვედრაზე დაისვა საკითხი მათ როლზე რევოლუციის შემდგომ ეპოქაში , და გადაწყდა , რომ ისინი ერთობლივი ძალისხმევით დაეხმარებიან საქართველოს მთავრობას იმ სფეროების პოლიტიკის შემუშავებაში , რომლებიც ასეთ დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ .
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
აქართველოში ადგილობრივ კორუფციასთან ბრძოლა დემოკრატიისა და მართვის პროექტების უმთავრესი მიზანია . 2004 წელს USAID - იმ გაუწია დახმარება განათლების სამინისტროს საზოგადოებრივი კამპანიის ჩასატარებლად , რაც ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებულ რეფორმირებას ; ცნობილია
რომ ეს გამოცდები კორუფციის დიდი წყარო იყო . შეფასების თანახმად ამ უკანონო ბიზნესის წლიური შემოსავალი 70 მილიონ დოლარს აღწევდა . ახალი პროცედურები გაზრდის გამჭვირვალობას და შეამცირებს კორუფციის შესაძლებლობას . სხვა პროექტები ეხმარება საქართველოს მთავრობას ადამიანებით ვაჭრობის ( ტრეფიკინგი ) შემთხვევების შემცირებაში . ეს დახმარება ხორციელდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით ; ინსტიტუციურ გაუმართაობასა და კორუმპირებულობაზე ეფექტიანი რეაგირებით , შესაბამისი კანონმდებლობის მიღებით და მოსახლეობის უკეთ ინფორმირებით .
რეგიონის ახალგაზრდებში ფასეულობების დამკვიდრება და დადებითი გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა
ბავშვების გზაჯვარედინი ” საუკეთესო რეგიონული სატელევიზიო შოუა , რომელიც კავკასიის რეგიონის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი და მათ მიერვეა შექმნილია . შოუს შექმნა USAID - ის პარტნიორი ორგანიზაციის Internews - ის იდეა იყო . შოუ აშუქებს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს , ტრადიციებს და აქტუალურ საკითხებს , უმნიშვნელოვანეს მესიჯებს თვით ბავშვების მეშვეობით აწვდის , რაც მიზნად ისახავს გააღვივოს ფასეულობები და დანერგოს დადებითი გადაწყვეტილებების მიღების უნარი რეგიონის ახალგაზრდებში . შოუ ორ კვირაში ერთხელ გადის . შოუს პრემიერა საქართველოში , სომხეთსა და აზერბაიჯანში 2005 წლის იანვაში შედგა .
დასაწყისში
|